ზურაბ ლაშხია - მოგვენატრა მაყურებელი და მაყურებელსაც მოენატრა თეატრი
,,როდესაც მსახიობი ერთი წელი არაფერს გააკეთებს, მერე ეს ცუდად მოქმედებს მსახიობზეც და თვითონ ადამიანზეც. ძალიან ცუდი სიტუაცია რომ იყო და ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა, ლოქდაუნის დროს, ჩვენც მოვერიდეთ გარეთ გასვლას, მაგრამ გაჩერებულები მაინც არ ვიყავით. რაღაცებს ვწერდით ხოლმე თეატრის ფეისბუკგვერდის საშუალებით, ლექსებს, ზღაპრებიც კი წავუკითხეთ პატარებს. თითქმის ყოველდღე გვქონდა რეჟისორთან კონტაქტი და ვმუშაობდით როლებზე, ახალ თემებზე, დისტანციურად’’, - გვიყვება ზუგდიდის თეატრის მსახიობი, ზურაბ ლაშხია. თეატრის ფეისბუკგვერდზე აქვეყნებდნენ სხვადასხვა დროს დადგმული სპეკტაკლების ვიდეოარქივს, მსახიობები პირდაპირ ეთერში კითხულობდნენ ლექსებს, ზღაპრებს, ერთგულმა მაყურებელი კი თავის ემოციას კომენტარებში გამოხატავდა. ზურაბ ლაშხია ამბობს, რომ თეატრი – ეს მაყურებლისა და მსახიობის ცოცხალი ურთიერთობაა. მოენატრა მაყურებელი, პრემიერა, კომუნიკაცია, რომელსაც ვერაფერი ჩაანაცვლებს. ,,ხუთი სპექტაკლი ჩავაბარეთ, მაგრამ ერთი მაყურებელიც კი არ გვყოლია, ერთი მაყურებელიც კი... ვიღაცის აზრი, სითბო, დარბაზიდან წამოსული. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ, ზუგდიდის თეატრს ჰყავს საოცარი მაყურებელი. ეს არამარტო ჩემი სიტყვებია, არამედ რომ ჩამოდიოდნენ მარჯანიშვილის, რუსთაველის თეატრის მსახიობები, ყველას უთქვამს, რომ საოცრად თბილი მაყურებელი გყავთო. რასაკვირველია, მოგვენატრა და მაყურებელსაც მოენატრა თეატრი. თუ ვინმე გვნახავს ქუჩაში, გვაჩერებენ, გვეკითხებიან, როდის იქნება თეატრი და სპექტაკლები, ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენზე არაა დამოკიდებული. ძალიან მოგვენატრა მაყურებელი და მგონი რომ მალე შევხდებით. მაყურებლის გარეშე რა არის თეატრი?! ’’- ამბობს მსახიობი. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinat. .
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
რეალური სივრცე - რეგიონული თეატრების სავალალო მდგომარეობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მე-3 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
მე-2 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
#მე-2: პრეზიდენტ გამსახურდიას პირადი საიდუმლო სამსახურის უფრ...
PK TV2
#მე-4: პრეზიდენტ გამსახურდიას პირადი საიდუმლო სამსახურის უფრ...
PK TV2
#მე-3: პრეზიდენტ გამსახურდიას პირადი საიდუმლო სამსახურის უფრ...
PK TV2
1-ლი ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
მე-4 ნაწ: "გელა ლანჩავამ რომ წამება დამიწყო, ფანჯრიდან გადმო...
PK TV2