„მეგრული ენის დღე“ და მეგრულ ენაზე გამართული შეხვედრა ART გალერეაში
მოძრაობა ,,სამეგრელოს’’ ორგანიზებით, ზუგდიდის ART გალერეაში „მეგრული ენის დღე“ აღნიშნეს. ღონისძიებას, რომელიც მეგრულ ენაზე წარიმართა, პოეტები, მწერლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრის მონაწილეებმა მეგრული ენის გაქრობის საფრთხეებზე ისაუბრეს. ,,სამეგრელოს’’ ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია მიიჩნევს, რომ მეგრული ენის შესაძლო გაქრობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ახალგაზრდები არ საუბრობენ მეგრულ ენაზე, რადგან ოჯახებსა და სკოლებში ამ ენაზე არ ესაუბრებიან. მისივე თქმით, ხელისუფლებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს გაქრობის პირას არსებული ენების გადასარჩენად. "ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ხელისუფლებას თხოვნით, რომ შექმნილიყო ქართველურ ენათა დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც, თავის მხრივ, სპეციალურ კომისიას შექმნიდა და ენის გადარჩენის პროგრამას შეიმუშავებდა. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა“,- განაცხადა ზურაბ კვარაცხელიამ. შეხვედრაზე გერმანიიდან ამ დღისთვის სპეციალურად ჩამოსულმა წარმოშობით ლაზმა მაჰირ ილდიზმა მეგრელების და ლაზების ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდში "მეგრული ენის დღისადმი" მიძღვნილ შეხვედრაზე საუბარი...
Radio Atinati
ვისწავლოთ მეგრული ენა - გაკვეთილი 3
KolkhiTV
მეგრული ენის დღე
Livepress. ge
მეგრული ენის დღე აღინიშნა ზუგდიდში.
odishitv
ზუგდიდიში მეგრული ენის დღე აღინიშნა
Radio Atinati
მეგრული ენის დაცვა
Margal' Megrel
მეგრული ენის დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა ზუგდიდში 06 01...
მეცხრე ტალღა
მეგრული ენის თვითმასწავლებელი - ვისწავლოთ მეგრული წიგნის პრე...
შაქრო ბაბუა / Grandpa Shaqro