ჩოლოიანის საქმე


სააპელაციო სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან დაღუპული ლუკა სირაძის საქმეზე მსჯავრდებული გამომძიებლისადვოკატები.

უფლებადამცველების განცხადებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი მტკიცებულებების გარეშე გამოიტანა. საგამოძიებო უწყებამ კი საქმე არ გამოიძია და ბრალდება მხოლოდ ერთი პირის, ლუკა სირაძის დედის ჩვენების საფუძველზე  წარადგინა. ადვოკატებმა დღეს პრესკონფერენციაზე პოლიციის განყოფილებაში გადაღებული ვიდეო ჩანაწერები წარადგინეს, სადაც მათი თქმით ჩანს, რომ გარდაცვლილი ახალგაზრდა დედასთან და ადვოკატთან ერთად მშვიდ ვითარებაში გადაადგილდება. გაგი მოსიაშვილის ინფორმაციით , დაცვის მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზით სირაძის დაღუპვის მიზეზი გახდა გადმოვარდნა და არა თვითმკვლელობა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან