მარიანა ჩოლოიანის საქმე სასამართლოში გადაიგზავნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლის, მარიამ ჩოლოიანის ბრალდების საქმე სასამართლოში გადაიგზავნა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში განმარტავენ, 400-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა, რის საფუძველზეც, გენერალური პროკურატურის მიერ, მარიამ ჩოლოიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ორ ეპიზოდში წარედგინა. საუბარია მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, ამ საქმეზე გამოძიება 2019 წლის 12 დეკემბერს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატის მომართვის საფუძველზე დაიწყო. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, 2019 წლის 10 დეკემბერს, შპს „თბილისის მწვანე სკოლის“ კედლებისა და ინვენტარის მოხატვის ფაქტთან დაკავშირებით, გამომძიებელმა, გამოკითხვის მიზნით, დაიბარა 15 წლის ლუკა სირაძე და მისი კანონიერი წარმომადგენელი. ნაცვლად იმისა, რომ “გამომძიებელს ემოქმედა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი პრინციპების საფუძველზე, საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე და უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, შექმნა არასრულწლოვანისათვის მაქსიმალურად დამთრგუნველი გარემო და მუქარით, ასევე ძმისთვის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პრობლემების შექმნის შანტაჟით, მოსთხოვა დანაშაულის აღიარება და საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენების მიცემა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ, სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, გამომძიებელმა არასრულწლოვნის გამოკითხვა განაგრძო ამავე განყოფილებაში მოწმის სახით დაბარებულ პირებთან (მათ შორის არასრულწლოვნებთან) მისი დაპირისპირების გზით“ – ნათქვამია საქმის მასალებში. ამასთან, საქმის ფარგლებში, განხორციელდება „თბილისის მწვანე სკოლის“ შემოწმება და დაეკისრა დაეკისრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჩოლოიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლუკა სირაძის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოზარდის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩოლოიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩოლოიანის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მარიანა ჩოლოიანის გზა სასამართლოს დარბაზიდან კლინიკის პალატა...
TV IMEDI
მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster