15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე

12.01.2020 01:19

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაზე საუბრობს. უფლებადამცველი ამბობს, რომ ემზადებიან წინა სასამართლო სხდომისთვის, რომელიც 12 თებერვალს უნდა გაიმართოს. დაცვის მხარე მტკიცებულებების მოძიების პროცესშია. გაგი მოსიაშვილის განმარტებით, ჩოლოიანის უდანაშაულობა გამოკვეთილია. შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, პოლიციის გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავა. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, 19 დეკემბერს შეუფარდა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო