მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს შიმშილობა შეაწყვეტინა

01/01/2022
MULTIMEDIA GE-ის მიერ

მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს შიმშილობა შეაწყვეტინა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის გზავნილი პირადად გადასცა პარტიის ოფისის კარვებში მყოფ მოშიმშილეებს.

მიხეილ სააკაშვილმა თხოვნით მიმართა მოშიმშილეებს რომ იგი თავად მიმართავს შიმშილობას, თუკი ისინი არ შეწყვეტენ პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა :

\"მიხეილ სააკაშვილი განიცდის თითოეული მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თავადაც იძულებული გახდება, რომ მანაც განაახლოს შიმშილობა, რისი დაშვების უფლებაც არ გვაქვს არცერთ ჩვენგანს, ვინაიდან, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყება იქნება ფატალური შედეგის მომტანი და ამიტომ, თანამებრძოლებთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადავიდეთ ბრძოლის შემდეგ ეტაპზე, რომელიც იქნება მრავალფეროვანი და არაძალადობრივი, მანამ, სანამ ქვეყანაში სამართლიანობა არ გაიმარჯვებს და არ დასრულდება პოლიტიკური მართლმსაჯულება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის სხვა ეტაპზე.\"- განაცხადა ნიკა მელიამ.

ჩვენი ვებ გვერდი:
https://multimedia.ge
ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9

ვიდეოები „MULTIMEDIA GE"-ისგან