უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

02.06.2021

საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. უკრაინელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს. დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 ჩვენი ვებ გვერდი: MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო