სასურსათო უსაფრთხოების ღონისძიებები
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს, 2023 წლის პირველ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. „მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი“, - აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი წარმოების ხორბლისა და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს. მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აზიური ფაროსანა - საერთაშორისო ექსპერტების შეფასებები (ნაწილ...
სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency
სასურსათო უსაფრთხოების სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასურსათო უსაფრთხოების შესახებ კანონი
Business Media Georgia
კონფერენცია „სასურსათო უსაფრთხოების“ შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევები
Business Media Georgia
გლობალური სასურსათო უსაფრთხოების ახალი სცენარები/“დღის არხი“...
რადიო იმედი
#isetinmedia | სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევებზე
ISETchannel
#ლელოზრუნავს#დავუბრუნდეთსოფელს
Lelo For Georgia - ლელო საქართველოსთვის