ქალთა საერთაშორისო დღე მარნეულში

03/08/2018
Municipality of Marneuli-ის მიერ

ქალთა საერთაშორისო დღე მარნეულში

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძემ, მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ და თვითმმართველობის სხვა ხელმძღვანელმა პირებმა ქალთა საერთაშორისო დღისდამი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიები ფარგლებში, მარნეულის ცენტრალურ, რუსთაველის ქუჩაზე მოეწყო გარე აქცია, რომლის ფარგლებშიც მერმა ქუჩაში შემხვედრ ქალბატონებს ყვავილების თაიგულები გადასცა და ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ქალთა საერთაშორისო დღე ყოველი წლის 8 მარტს აღინიშნება, როგორც ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური მიღწევების აღნიშვნის გლობალური დღესასწაული. პირველად ეს დღე 1909 წლის 28 თებერვალს აშშ-ში ამერიკის სოციალისტურმა პარტიამ აღნიშნა.

http://marneuli.gov.ge/…/1852-qalta-s...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან