მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, გონიოში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა
მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, გონიოში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2008 წლიდან სარგებლობაში მქონე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების პროცესი ვერ დასრულდა. მათი თქმით, გონიოში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა მიწების დარეგისტრირება სასამართლოს გზით მოახერხა, ნაწილი კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიამ მიწის ნაკვეთების საკუთრება აღიარა, მაგრამ რეესტრში გაფორმება ვერ ხერხდება, რადგან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწების სახელმწიფო საკუთრებასთან გადაფარვის, ანუ ზედდების მოხსნის საკითხი ვერ მოაგვარა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკითხის მოსაგვარებლად, ორშაბათს საღამომდე აძლევენ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აჭარის მთავრობასთან გამართავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ქონების...
საქართველოს პროკურატურა
მთავრობა რაჭაში ხიდაშელისთვის გადაცემულ ტყეებთან ადგილობრივე...
Mtisambebi / მთის ამბები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დე...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთების დაბრუნები...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის და ნაკვეთე...
საქართველოს პროკურატურა
ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისა და ყოფილი მსჯავრდებულის მიმა...
საქართველოს პროკურატურა
დევნილებისთვის ბინისა და მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცე...
TV IMEDI
630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში საცხოვრებელი ბინები და მიწის ნა...
TV IMEDI