მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, გონიოში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა


მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით, გონიოში მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივებმა რამდენიმე წუთით ბათუმი-სარფის ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტეს. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2008 წლიდან სარგებლობაში მქონე მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების პროცესი ვერ დასრულდა. მათი თქმით, გონიოში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა მიწების დარეგისტრირება სასამართლოს გზით მოახერხა, ნაწილი კი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ბათუმის მერიის საკუთრების აღიარების კომისიამ მიწის ნაკვეთების საკუთრება აღიარა, მაგრამ რეესტრში გაფორმება ვერ ხერხდება, რადგან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მიწების სახელმწიფო საკუთრებასთან გადაფარვის, ანუ ზედდების მოხსნის საკითხი ვერ მოაგვარა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკითხის მოსაგვარებლად, ორშაბათს საღამომდე აძლევენ ვადას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებს აჭარის მთავრობასთან გამართავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან