კორონავირუსის შემთხვევა აშშ-ში
გარდაცვალების პირველი შემთხვევა აშშ-ში. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს. გარდაცვლილი 60-წლამდე ასაკის ქალია, რომელიც ვაშინგტონის შტატში გარდაიცვალა. ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში კორნავირუსით დაავადებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. დაავადების გავრცელების გამო, ქვეყანამ იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებთან, ირანთან და სამხრეთ კროეასთან მიმოსვლა გაამკაცრა. ამასთან, იტალიაში ფრენა შეწყვიტა თურქულმა ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსმა“. იტალიაში კორონავირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვი კი 1100-ს აჭარბებს. ქვეყნის სამ რეგიონში სასწავლო დაწესებულებები მომავალ კვირაშიც დახურული იქნება. 100 ინფიცირებულია საფრანგეთში, სადაც დახურულ დაწესებულებებში მასობრივი ღონისძიებების გამართვა აიკრძალა. კერძოდ, აიკრძალა დახურულ დაწესებულებებში ღონისძიებები, რომელშიც ხუთი ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა საქართველოს მეზობელ სომხეთში. პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ვირუსი აღმოაჩნდა სომხეთის მოქალაქეს 29 წლის მამაკაცს, რომელიც 28 თებერვალს ირანიდან მეუღლესთან ერთად დაბრუნდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პანდემია და ვაქცინაციის პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მსოფლიო ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის ბოლო მონაცემები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი კორონავირუსი - მსოფლიო სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები მსოფლიოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის გავრცელების არეალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსის საფრთხე ქართული დისპორისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster