კორონავირუსის გავრცელების არეალი და სტატისტიკა


„შეთანხმებული მიდგომით კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერება შესაძლებელია“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი განმარტებით, ქვეყნებმა სწრაფად უნდა იმოქმედონ. ამასთან ერთად აღნიშნა, რომ გარკვეული ქვეყნები საკითხს საკმარისად სერიოზულად არ ეკიდებიან. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით, ახალი ტიპის კორონავირუსი 80-ზე მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა იტალიაშია, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 148-ს მიაღწია. ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულია ოთხი ათასამდე ადამიანი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საერთაშორისო მასშტაბით, ინფექციის 98 000-მდე დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი,  ფატალური შემთხვევები კი, 3 300-ს აჭარბებს. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 55 424-ია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან