ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

21.04.2020 08:02

უკვე მესამე დღეა, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები დღიურად ერთნიშნა მაჩვენებელს აღარ აცდენია. დღეს „კოვიდ-19“ ექვს ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 97. ახალი ფაქტებიდან ერთი ისევ ბოლნისს უკავშირდება, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლასტერია გამოვლენილი. ინფიცირებული სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომელია. ქვეყანაში შიდა გავრცელების პირველი ფაქტის დაფიქსირებიდან მეხუთე კვირა დაიწყო. ეპიდემიოლოგიური გათვლებით კი, ასეთი შემთხვევიდან მე-6-მე-7 კვირაა პიკური. ამიტომ ეპიდემიოლოგები მომდევნო ორი-სამი კვირის განმავლობაში მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ და სოციალური დისტანცირების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, დღეს საქართველოში „კოვიდ 19“-ის გავრცელება გლუვია. მთავარია, რომ ის არ გახდეს ციცაბო - ეს ახლა ეპიდემიოლოგების მთავარი ამოცანაა.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
06:36

ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

06:56

08:07

07:36

12:22

07:03

05:50

08:17

ყველა ვიდეო