გვარის ისტორია - კვაშილავა

02.07.2017 03:52

ლაზურში კვარშილი ქართულ ყოჩივარდას (laT. Ciclamen vernum Sm.) ჰქვია. მეგრელები ამ მცენარეს კარაკუნჩხა-საც ეძახიან და ტყვარჩელია-საც (ა.მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი,თბ.1991,გვ.72-73). თუ გავიხსებთ იმას, რომ არსებობს გვარსახელ კვაშილავა-ს ფონეტიკური ვარიანტი კვარშილავა (ზანათში 5 კომლი კვარშილავა ცხოვრობს), მაშინ გვარსახელ კვაშილავა - კვარშილავა-ს წარმოშობა ამ მცენარის სახელთან დაკავშირებული თიკუნიდან არ გაგვიკვირდება, რადგან მცენარის სახელისგან ნაწარმოები მეგრული გვარი არაერთია (ბულია, გახოკია, თუფურია, თხირავა, კიფაია, ქობალია, ყოლანდარია - ყვალანდარია, წიფურია, ჭყონია, ჯიჭონაია - ჭიჭონაია, ჟალაღონია). ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა "გვარის ისტორია" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: