„აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის შეხვედრა

10.06.2019 01:27

საგრანტო პროგრამის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის“ პროგრამის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. საქართველოს და აზერბაიჯანის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს 2013-2019 წლებში ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში ინვესტირებული მილიონ 350 ათასი ევროს შედეგები. პროექტი მიზნად ისახავდა საქართველო-აზერბაიჯანის ტერიტორიული თანამშრომლობის პროგრამის ექვს საგრანტო პროექტს. პროექტების საშუალებით გაუმჯობესდა ადგილობრივების საცხოვრებელი პირობები, დაინერგა სასოფლო-სამეურნეო ნარგავების მავნებელთა წინააღმდეგ ბრძოლის ახლებური მეთოდები, ხელი შეეწყო ახალგაზრდების დასაქმებას, გაძლიერებას და ტურიზმის განვითარებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: