აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - მოლოდინები
ერთი დღე რჩება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე, მასში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც. სამიტზე მიღებული იქნება პოლიტიკური დეკლარაცია, რომელშიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის პრიორიტეტული საკითხების ასახვა. დეკლარაციაში კიდევ ერთხელ დადასტურდება ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, ასევე საქართველოსა და პარტნიორების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის არსებული უმაღლესი დონის დიალოგის ფორმაა. ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში დღეს გაემგზავრება. ქართულ მხარეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით სამომავლო პერსპექტივები განისაზღვრება. უნდა დამტკიცდეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალი დღის წესრიგი, რომლის შემუშავებაშიც ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, საქართველო აქტიურად ჩაერთვება, ეს კი უსაფრთხოების, ეკონომიკების, ინსტიტუტების, საზოგადოებების, გარემოსდაცვითი და ციფრული ტრანსფორმაციის მექანიზმების გაძლიერებას შეუწყობს ხელს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - მოლოდინები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი - პრემიერის შეხვედრები და „ას...
TV IMEDI
აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი - გზავნილები ბრიუსელიდა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 15 დეკემბერი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster