11 წელი ქართულ არმიაში - ჯარისკაცი ქალი ზუგდიდიდან
სენაკში მეორე ქვეითი ბრიგადის კაპრალი ზუგდიდელი თეა თორია 13 წელია ქართულ არმიაში მსახურობს. პროფესიით მედდას ჯარში წასვლის სურვილი რუსეთ-საქართველოს 2008 წელს ომის შემდეგ გაუჩნდა. ის მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად სამხედრო დასახლებაში წლებია ცხოვრობს. ,,მივედი ჯარში და გამიმართლა, გასაუბრების შედეგად დამტოვეს. თავიდან საგურამოს სამედიცინო ბატალიონში ვიყავი და იქ 2 წელი დავრჩი. სენაკში უკვე ათი წელია ვმსახურობ’'- ამბობს მეორე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ლაზარეთის მედდა. თეას მეუღლეც სამხედრო პირია. იაგო გიორგობიანი მეორე ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ოფიცერ-მაიორი s3 განყოფილბის უფროსია. ის სამშვიდობო მისიით ავღანეთში იმყოფებოდა და სამშობლოში რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.ერთმანეთი ჯარში გაიცნეს და მალევე იქორწინეს. მათ სამი შვილი, ორი ბიჭი და ერთიქალიშვილი ყავთ. უფროსი შვიდი წლისაა, შუათანა ხუთის, უმცროსს კი ორი წელი უკვე შეუსრულდა. “ზოგჯერ გვიან მიძახებენ სამსახურში, თუ ვიღაცას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ან სასწრაფოდ გასაკეთებელია რამე. ჩემთვის ეს სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა რომ არა ჩემი ოჯახის წევრები გამიჭირდებოდა, ისინი ძალიან მეხმარებიან. სამი პატარა ბავშვის მოვლა არ არის მარტივი საქმე. ძალიან მომწნს ჩემი არჩევანი, ოჯახის წევრბიც ამაყობენ, რომ სამხედრო ვარ,’’– ამბობს თეა. გადატვირთული საქმეების მიუხედავად ოჯახის საქმეების მოწესრიგებაში და ბავშვების აღზრდაში აქტიურად არის ჩართული. თავისუფალ დროს ძირითადად ბავებთან ატარებს. ,,მე და ჩემი მეუღლე ვასეირნებთ ბავშვებს, ვკითხულობთ წიგნებს, ვთამაშობთ მათთან ერთად, ფილმებს ვუყურებთ, ვცდილობთ მეტი დრო გავატაროთ მათთან ერთად. როცა ჩვენ სამსახურში ვართ ბავშვებს ბებია უვლის,’’ - გვყვება თეა. მისი დღის განრიგი, ისევე როგორც მთელი ბატალიონის, დილის 5 საათზე იწყება. ერთსაათიანი ფიზიკური მომზადების შემდეგ, ქართული ჯარის ფორმას ირგებს, რომელიც მისთვის ყველაზე სასიამოვნო ვალდებულება და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა. 39 წლის კაპრალი კარიერულ წინსვლაზე ფიქრობს და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში სამშვიდობო მისიით ავღანეთში წასვლას გეგმავს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
#ახალიდღე 50 წელი ქართულ სცენაზე - მურმან ჯინორიას საიუბილეო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე _ შობა-ახალი წელი ქართულ კინოსა...
TV religia
კიმონო #15 სიუჟეტი - 2015 წელი ქართულ კინოში
კიმონო
კიმონო #16 სიუჟეტი: 2015 წლის მუსიკალური მიმოხილვა
კიმონო
Chic bebe - 8 წელი ქართულ ბაზარზე
Business Media Georgia
01,01,2016 ახალი წელი " ქართულ სახლში"
Georgian House
#დღისკოდი შობა-ახალი წელი ქართულ კულინარიაში - დალი ცატავა -...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორი იყო 2022 წელი ქართულ - იაპონური ურთიერთობებისთვის/“დი...
რადიო იმედი