ძმის მიერ მოკლული მამაკაცი პროზექტურიდან საკუთარ სახლში გადმოასვენეს

09/28/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში, ყოფილი სასტურმო „ოდიშის“ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, წუხელ მოკლული 34 წლის მამაკაცი პროზექტურიდან გადაასვენეს. სწორედ აქ ცხოვრობდა აფხაზეთიდან დევნილი პირი, რომელიც, შს სამინისტროს ინფორმაციით, საკუთარმა ძმამ მოკლა. უწყება მომხდარის მოტივად ურთიერთშელაპარაკებას ასახელებს, თუმცა ოჯახის ახლობლები ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე ვერ საუბრობენ.
„შეხლა-შემოხლა მოუვიდათო, თქვეს, მაგრამ რა მოხდა არ ვიცით. მანამდე კონფლიქტის შესახებაც არაფერი გამიგია. მშობლები აფხაზეთში ცხოვრობენ, თვითონ გერმანიაში მუშაობდა“, - ამბობს ბიძა ვახტანგ წურწუმია.
შემთხვევა წუხელ ზუგდიდში, ე.წ. ახალ სასაფლაოზე მოხდა. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან