სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობა მიწების გასხვისებას აპროტესტებს და საძოვრების სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელს სხვა საძოვარი არ აქვს და ამ ფართობის დამუშავების საშუალებას არავის მისცემენ. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვითარებაში გარკვევისთვის ათდღიანი ვადა ითხოვა, რაც დღეს ამოიწურა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ინვესტორებთან შეხვედრას ითხოვენ. სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა, მაშინ მოსახლეობა მაგისტრალის გადაკეტვას შეეცადა, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა.
ზეღდულეთის მოსახლეობა ამბობს, რომ ამ ფართობს წლებია, საძოვრად იყენებენ და პირველად ჯერ კიდევ 2009 წელს მიწა გასხვისდა ინდოეთის მოქალაქეებზე. ადგილობრივებმა დამუშავების უფლება მათ მაშინაც არ მისცეს. აღნიშნული ფართობის ნაწილი კერძო პირმა რამდენიმე თვის წინ გამოისყიდა. ფართობის მფლობელი ადგილობრივებს, გარდა დასაქმებისა, სთავაზობს სოფლის საკუთრებაში ტრაქტორის გადაცემასაც, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრის გარეშე ვერ იქნებიან და პროტესტს გააგრძელებენ. საუბარია 75 ჰექტარ ფართობზე, აქედან 50 ჰექტარი კერძო მესაკუთრესია, 25 კი შპს „ფუდლენდის“ საკუთრებაშია.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.