ლიდერობის მანიფესტი რობერტ ანდერსონის და უილიამ ადამსის მიერ.
შევეცდები მოკლე მიმოხილვა გავაკეთო ამ წიგნს. ეს მარტივი საქმე არ იქნება. არ იქნება იმიტომ, რომ წიგნი მარტივი სულაც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნული განვითარების ჟანრის ლიტერატურიდანაა და მოლოდინი გვაქვს, რომ წყალივით უნდა იკითხებოდეს, სულაც არ არის ეგეთი წიგნი.
ძალიან კომპლექსური და ღრმა წიგნია ლიდერობასთან/ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით. პირდაპირ ვიტყვი, რომ დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი კითხვის პროცესში. უფრო იმიტომ, რომ სხვა მოლოდინი მქონდა წიგნთან დაკავშირებით. მეგონა უფრო მარტივი და გასაგები საკითხავი იქნებოდა.
სანაცვლოდ მივიღე ის, რომ წიგნი დახუნძლულია ტექნიკური დეტალებით. ბევრი დიაგრამებით, სტატისტიკებით, მათემატიკური ნინძობებით, პროცენტებით. ერთი მგონი ტანგესი და ფესვის ამოღება არ შემხვედრია. რავიცი... ძალიან ტექნიკურია ხომ გეუბნებით. განსაკუთრებით წიგნის შუა ნაწილი.
როგორი წიგნია იცით? აი სამეცნიერო კუთხით როცა იკვლევ ლიდერობას და ორგანიზაციების მართვას და რაიმე აკადემიური ნაშრომი გაქვს დასაწერი და ციტატებს ამ წიგნიდან იღებ და ქვემოთ ციტირებებში უშვებ. ეგეთი დონის წიგნია დაახლოებით.
ფაქტია ავტორებს ძალიან დიდი შრომა აქვთ ჩადებული ლიდერობის საკითხის სიღრმისეულად შესწავლაში.
მე შევეცდები გამოვყო რამდენიმე საკითხი, რომელმაც ჩემი ყურადღება მიიქცია:
1. ნამდვილი ლიდერისგან ხალხი ელის დიადი საქმეების კეთებას. ეს მოლოდინი ქმნის ლიდერობის დაპირებას. ავტორის აზრით არსებობს ორი სახის მოლოდინი ლიდერისგან: ექსპლიციტური - მაგალითად ფინანსური პასუხისმგებლობა; ანგარიშვალდებულება; სტრატეგიის გადაწერა. და მეორე იმპლიციტური - კომპეტენტურობა; სამართლიანობა; მოსმენის უნარი).
ეს ორივე მოლოდინი ხალხს ლიდერის მიმართ ავტომატურ რეჟიმში აქვთ.
2. ავტორის აზრით, არსებობს ლიდერობის ოთხი უნივერსალური დაპირება: 1. გეზის განსაზღვრა და მიზნის მიმართულებით მოძრაობა; 2. საქმიანობაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა და მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრება; 3. მაქსიმალური ფოკუსის და აღსრულების უზრუნველყოფა; 4. ნდობაზე დაფუძნებული მართვის უზრუნველყოფა
3. მომეწონა ავტორის შეხედულება, სადაც ის ხაზს უსვამს თავად ლიდერის უწყვეტი პიროვნული განვითარების მნიშვნელობას. ანუ ორგანიზაციის წარმატებისთვის მხოლოდ თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა არ არის საკმარისი. საჭიროა ამ ორგანიზაციის ლიდერებიც მუდმივად ვითარდებოდნენ: ,,ეფექტური ლიდერების აღზრდა-განვითარება უმაღლესი ხელმძღვანელი რგოლის ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტი უნდა იყოს’’.
4. ძალიან მომეწონა ავტორის მიერ შემოტანილი ,,ლიდერის 2 თამაშის კონცეფცია’’. არსებობს ლიდერობის გარე და შიდა თამაში. გარე თამაში აღწერს ლიდერის კომპეტენტურობას და ე.წ. გარე ფასადს, ხოლო შიდა თამაში არის ლიდერობის ნამდვილი გააზრება. შინაგანი თამაში მოიცავს ლიდერების ფასეულობებს, წარმოდგენებს, მსოფლმხედველობას, მენტალურ მოდელებს, მათ რწმენას. ავტორი გვეუბნება, რომ შიდა თამაში განსაზღვრავს გარე თამაშს. რაც ლოგიკურია. რა სულის მატარებელიცაა ადამიანი, იმას ამჟღავნებს გარეთ.
5. ავტორის აზრით, ლიდერისთვის ახლომდგომი მტერი არის კონტროლი და მიკრომენეჯმენტი. როდესაც ყველა დეტალის კონტროლი გსურს და დელეგირების უნარი არ გაგაჩნია, ეს ორგანიზაციის მართვაზე უარყოფითად აისახება.
🎥 ფეისბუქი: https://www.facebook.com/1tsereteli
📸 ინსტაგრამი: https://www.instagram.com/tsereteli_1/
📱 ტიკტოკი: https://www.tiktok.com/@tsereteli1?la...
✍️ ნიუსლეთერი: https://tsereteli.beehiiv.com/subscribe