საუბარი ბერჯერის "ხედვის გზებზე" ვეფხვია მანიასთან ერთად

03/17/2024
Litagora-ის მიერ

ლიტაგორას ახალი ვიდეოების სანახავად გამოიწერეთ არხი, შემდეგ კი დააჭირეთ ზარის ღილაკს.

1972 წელს ბიბისის სატელევიზიო ეთერის საშუალებით მაყურებელმა პირველად იხილა ჯონ ბერჯერის მიერ შექმნილი \"ხედვის გზები,\" რომლის წამყვანი თავად ავტორი იყო. ცოტა მოგვიანებით, ასევე 1972-ში, გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნიც. ბერჯერის ნაწარმოები რევოლუციურ ტექსტად მოგვევლინა რადგან ის აქამდე საუკუნეების წინ შექმნილ ხელოვნების ნიმუშების ტრადიციული წაკითხვისგან, რადიკალურად განსხვავებულად გააზრებას გვთავაზობდა.
ჯონ ბერჯერი მე-20 და 21-ე საუკუნეების გამორჩეული მოაზროვნეა ვისი იდეებიც და ტექსტებიც აუდიტორიას განსხვავებული აზროვნებისკენ უბიძგებს, არა მხოლოდ ხელოვნების მიმართულებით, არამედ ზოგადად ადამიანის საქმიანობის სხვა სფეროებშიც.
2017 წელს გარდაცვლილი ბერჯერის მიერ დატოვებულ მდიდარ მემკვიდრეობაში \"ხედვის გზებს\" როგორც ტექსტს ცენტრალური ადგილი უკავია. ცოტა ხნის წინ ეს წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა, \"ანარქისტული ბიბლიოთეკის\" დამსახურებით.
გიზიარებთ ვიდეოს რომელშიც ლიტაგორას წამყვანი, დათო ლობჟანიძე \"ანარქისტული ბიბლიოთეკის\" კოლექტივის წარმომადგენელს, ვეფხვია მანიას წიგნის და ბერჯერის იდეების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

ვიდეო: დათო ლობჟანიძე
Thumbnail: სალომე ლეჟავა
მუსიკა: DivKid - Rising Sun

მადლობა \"მუხუდოს\" ბარს ინტერვიუს მასპინძლობისთვის
  / muhudo  

-------------------------------------------------------------------------------------------------------

მეგობრებო,
გვჯერა, რომ ყოველი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხს განაპირობებს დაფინანსების წყარო რომელიც ასეთ ორგანიზაციას ასაზრდოებს. პოლიტიკური და კორპორაციული გავლენის თავიდან ასაცილებლად ვცდილობთ შევქმნათ დამოუკიდებელი მედია, რომლის მიღწევა უშუალოდ აუდიტორიის დახმარების მეშვეობით არის შესაძლებელი.

თუ გსურთ გახდეთ ლიტაგორას შემომწირველი და ხელი შეგვიწყოთ სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და ისეთი მასალების შექმნაში რომლებიც დაცული იქნება პოლიტიკური და კორპორაციული გავლენებისგან, დახმარების გაწევა დონაციის საშუალებით შეგიძლია (ქვემოთ მოყვანილ ანგარიშებზე).

ამავდროულად, ლიტაგორას მასალები იყო და რჩება ხელმისაწვდომი და უფასო ყველასათვის.

გზამკვლევი ჩვენი მხარდაჭერებისათვის:
5-დან 20 ლარამდე (Shout-out შემდეგი თვის პირველ ვიდეოში)
20-დან 50 ლარამდე (Shout-out + ლიტაგორას “სიახლეების ფურცელი” 3 თვის განმავლობაში)
50 ლარი და მეტი (Shout-out + “სიახლეების ფურცელი” 6 თვის განმავლობაში)

*”სიახლეების ფურცელი” არის ლიტაგორას ყოველთვიური წერილი (newsletter), რომელიც არა მხოლოდ საინტერესო ამბებს და რჩევებს მოიცავს კულტურის სხვადასხვა სფეროდან, არამედ გაწვდით ინფორმაციას ჩვენი გეგმების შესახებ და ხშირ შემთხვევაში ჩვენს იუთუბ არხზე განსათავსებელი ვიდეობის წინასწარ ნახვის საშუალებასაც მოგცემთ.

საქართველოს ბანკი:
GE29BG0000000538341364

თიბისი:
GE19TB7351736080100015

მიმღები: ააიპ ლიტაგორა
დანიშნულება: დონაცია

თუ უკვე ხართ ლიტაგორას შემომწირველი (დონაცია შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი, ასევე ყოველთვიური), და გსურთ მიიღოთ დამატებითი მასალები ჩვენი საქმიანობიდან Newsletter-ის სახით, შეავსეთ ეს მცირე ფორმა
http://eepurl.com/idbazT
Facebook
  / litagora  
Instagram
  / litagoramagazine  
Web
https://litagora.ge/

ვიდეოები „Litagora"-ისგან