0:00- ვინ არის ადამ გრანტი?
0:40- წიგნის განხილვა
5:21 - 3 ციტატა წიგნიდან
ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში დანიელ კანემანი ამ წიგნის შესახებ ამბობს:
,,ადამ გრანტს სჯერა, რომ გონებაგახსნილობა ისეთი უნარია, რომლის სწავლებაც შესაძლებელია. არავის ძალულს ამ უზომოდ ღირებული უნარის უკეთ სწავლება, ვიდრე ამას ადამი აკეთებს ამ შესანიშნავ ტექსტში. ამ წიგნის თვალსაჩინო მიგნებები აუცილებლად კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ თქვენს ხედვებსა და ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე’’.
ბომბი შესავალია წიგნისთვის ხო? ნობელის პრემიის ლაურეატი წიგნს ესეთ შეფასებას როცა აძლევს, კითხვა ,,ღირს თუ არა ამ წიგნის წაკითხვა’’ ფაქტობრივად განეიტრეალებულია.
რაზეა წიგნი? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე მოკლედ და გასაგებად რომ გავცე, მარკუს ავრელიუსის ფრაზას მოვიხმობ:
,,ყოველთვის მზად უნდა იყო შეგეძლოს შეიცვალო შეხედულება, თუკი ვინმე დაგანახებს ან დაგიმტკიცებს შენი შეხედულების მცდარობას’’.
ადამ გრანტი მოგვიწოდებს ჩვენი შეხედულებების გადახედვისკენ.
გვეუბნება, რომ კონკრეტულ პოზიციაზე მყარად დგომა ღირსება სულაც არ არის. თავისუფლად შესაძლებელია მცდარი შეხედულება გვქონდეს კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ის მოგვიწოდეს გონებაში ყოველთვის დავტოვოთ ადგილი ახალი ინფორმაციისთვის. ხოლო თუ ეს ახალი ინფორმაცია ჩვენს წლებით გამყარებულ შეხედულებას თავდაყირა დააყენებს, ეს სირცხვილი სულაც არ არის. არ ტეხავს აღიარო რომ ცდებოდი. არ ტეხავს შეიცვალო შეხედულება. და რაც მთავარია არ ტეხავს თქვა სიტყვათა წყობა ,,არ ვიცი’’.
მთელი წიგნი მარგალიტებითაა სავსე. ამ ჟანრში ხომ ბევრი კარგი რაღაც წამიკითხავს და თითქოს წიგნი აღარ მაკვირვებს. თუმცა, როგორც ვხვდები არის ისეთი წიგნები, რომლებიც ჩემს სასიამოვნი გაოცებას იწვევს. ამისვის, წიგნი უნდა აკამყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: 1. ისეთ იდეებს უნდა მაწვდიდეს, რომლებიც სამყაროს ახლებურ/განახლებულ აღქმაში დამეხმარება 2. ეს იდეები პრაქტიკული უნდა იყოს. თუ სამაყროში რაღაც გზებზე ხელისცეცებით დავდივარ, უფრო მეტი სინათლე უნდა მოჰქონდეს.
ზუსტად ეგეთი წიგნი აღმოჩნდა.
შევიდეთ ცოტა დეტალებში.
ავტორის აზრით, აზროვნებისას თუ საუბრისას ადამიანები ხშირად ირგებენ მქადაგებლის, პროკურორის ან პოლიტიკოსის როლს.
მქადაგებლად მაშინ ვიქცევით, როდესაც საფრთხე ემუქრება ჩვენს გონებაში გაბატონებულ რწმენა/წარმოდგენებს. გააფთრებით ვცდილობთ მათ დაცვას;
პროკურორად მაშინ ვიქცევით, როდესაც სხვა ადამიანის შეხედულებებს განვსჯით და გამალებით ვეძებთ მათი შეხედულებების სუსტ წერტილებს;
პოლიტიკოსად - როდესაც საზოგადოების მოხიბვლას ვცდილობთ და ჩვენი იდეების მაქსიმალურ ლობირებს ვეწევით სხვადასხვა ცბიერი ხერხით.
სანაცვლოდ, ის გვთავაზობს ვიფიქროთ როგორც მეცნიერმა, რომელიც მზად არის გადასინჯოს თავისი რწმენა/წარმოდგენები ნებისმიერი ახალი მტკიცებულების აღმოჩენისას
ასევე, ავტორი საუბროს ე.წ. ,,დივნის ფეხბურთელის’’ და ,,თვითმარქვიას სინდრომზე’’. პირველი გულისხმობს, როდესაც რაღაც სფეროში ადამიანი დიდად ვერ ერკვევა, მაგრამ მაინც არ იშურებს ,,კომპეტენტური აზრების’’ ფრქვევას (როგორც მაგალითად, ფეხბურთის მწვრთნელს რომ აგინებენ ხოლმე დივანზე წამოწოლილი ღიპუცა ბიძები). ხოლო მეორე გულისხმობს, როდესაც ადამიანს სათანადო ცოდნაც აქვს, კომპეტენციაც, მაგრამ მორიდებულობის და კრძალვის ხარჯზე ჰგონია რომ არ იმსახურებს ცხოვრებაში იმ ადგილს, სადაც არის.
ცალკე თავი აქვს დათმობილი დანინგ-კრუგერის ეფექტს და ინტელექტუალურ თავმდაბლობის მნიშვნელობას. შეხვდებით მოლაპარაკების, დებატების ძალიან საინტერესო ტექნიკებს. ასევე, მოსმენის მნიშვნელობასაც. როგორ მოვუსმინოთ ადამიანებს და მაქსიმალურად დავუკავშირდეთ მათ ემოციურად. როგორც ავტორის ამბობს ,,ეშმაკიც კი აფასებს იმას, რომ უსმენენ’’.
რაც მთავარია, წიგნში ძალიან ბევრი პრაქტიკული მაგალითია მოყვანილი. რაც გვეხმარება იმაში, რომ უკეთესოდ გავიგოთ ავტორის მიერ წამოჭრილი თეორიები და მათგან მაქსიმალურად პრაქტიკული გაკვეთილები გამოვადნოთ.
როცა ვამბობ წიგნი კარგი მაგალითებით არის დახუნძლული-მეთქი აი რას ვგულისხმობ:
ერთერთ თავში ავტორი საუბრობს კამათის და ჯანსაღი დისკუსიის მნიშვნელობაზე. აღნიშნულს განიხილავს ძმები რაიტების მაგალითზე. ძმებს ერთმანეთში ჰქონდათ ძალიან დიდი დაძაბულობა. სულ ჩხუბობდნენ, ძნელად თუ თანხმდებოდნენ. თუმცა, ავტორი საინტერესოდ აღნიშნავს იმას, რომ ძმებს შორის ადგილი ჰქონდა მოვალეობით კონფლიქტს, რომელიც ნებისმიერი საქმისთვის სასარგებლოა. მოვალეობითი კონფლიქტი იწვევს მოქმედების ხარისხის გაუმჯობესებას და ორგანიზაციაში შედეგების გაუმჯობესებას. ავტორი დეტალურად აღწერს რა რაიტების მუშაობის სტილს, საბოლოოდ მიდის დასკვნამდე, რომ ძმები საფრენი აპარატის გამოგონებამდე მიიყვანა იმ ცხარე დისკუსიებმა, რაც გარეშე თვალისთვის ჩხუბად აღიქმებოდა. მათ შორის პიროვნებათაშორისო კონფლიქტი რომ ყოფილიყო საქმე სხვანაირად წარიმართებოდა - შედეგზე ვერ გავიდონენ.
ძალიან ბევრი ,,სპოილერები’’ რომ არ გამომივიდეს აქ გავჩერდები. იმედია, ვისაც წაკითხული არ აქვს ეს წიგნი, ინტერესი გავუღვივე კითხვის. ჩემი მიზანიც ეგ იყო.
შეგიძლია სხვა პლატფორმებზეც გამომყვე:
🎥 ფეისბუქი: / 1tsereteli
📸 ინსტაგრამი: / tsereteli_1
📱 ტიკტოკი: https://www.tiktok.com/@tsereteli1?la...
✍️ ნიუსლეთერი: https://tsereteli.beehiiv.com/subscribe