სროლა თელავში

03.11.2021 00:49

თელავში, აღამაშენებლის ქუჩაზე ფაზილა ბაირამოვის კუთვნილ ავტონაწილების  მაღაზიას ავტომატური იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სოფელ ყარაჯალის დეპუტატის, ზურაბ მუსაევის ინფორმაციით, ავტომაღაზიას ერთ-ერთმა ბიზნესმენმა ესროლა, მისი კუთვნილი ავტომანქანა შემთხვევის ადგილზე ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ტერიტორიაზე ამ დრომდე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 236 მუხლით მიმდინარეობს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani