ვიზიტი თელავში

24.12.2012 01:52

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი და მინისტრის მრჩევლები მანანა ბერიკაშვილი და გიორგი გეგეჭკორი ოფიციალური ვიზიტით თელავში იმყოფებოდნენ. მათ დაათვალიერეს თელავის ბატონის სასახლეში განხორციელებული და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოები. ასევე მოინახულეს ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლა და თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელი. მინისტრი შეხვდა სასწავლებლების ხელმძღვანელებსაც და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: