საქართველოს პროკურატურა თაღლითების სამსახურში ? დოქსოპულო შენ დედა გყავს ? სერია 2

20.03.2018 01:16:49

წარმოდგენილი საგამოძიებო ფილმი: საქართველოს პროკურატურა თაღლითების სამსახურში ? დოქსოპულო შენ დედა გყავს ? მომზადებულია ნოტარიუს მზია არსენაშვილის საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კატეგორიის: კორუფცია და თაღლითობა ფარგლებში. ფილმი შედგება სამი ნაწილისაგან(სერიისაგან): პირველი ნაწილი - მეცნიერული. თეორიულ და ისტორიულ ჭრილში ხსნის ამ დანაშაულის ეკონომიკურ ბუნებას, მის არსს, თანხვედრაშია დროის მოთხოვნებთან და ეხმიანება ბატონ გეორგ ბარტსიოტასის გაეროში 2016 გაკეთებულ მოხსენებას თაღლითობის თემაზე - მასში ასახულ რეკომენდაციებს და მოთხოვნებს, ასევე კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულის და თაღლითების წინააღმდეგ მებრძოლი სხვადასხვა რეგიონალური და საერთაშორისო სამსახურების(მათ შორის: FBI, FATF, MONEYVAL, THE EUROPEAN ANTI-FRAUD OFFICE) ინტერესებს და სტანდარტებს. კორუფციისა და თაღლითობის წინააღმდეგ მსოფლიოში ფართოდ გაშლილი ბრძოლის ფონზე წარმოჩენილია რეალური მდგომარეობა საქართველოში. ვუალი-რებული ურთიერთობების მიღმა არსებული დანაშაულის რეალური ბუნება, მათ შორის გაბატონებული პოლიტიკური და სამართლებრივი თაღლითობა, დანაშაულის ლობირება. ამ ფონზე წარმოჩენილია თაღლითობის კერძო შემთხვევა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ინტერესის საგანია და მხოლოდ მცირედი ნაწილია სისტემური თაღლითობის და ელიტარული კორუფციის, რასაც ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად აწყდებიან. როგორც ცნობილია, ერთეული არ არსებობს იმ კავშირის გარეშე, რასაც ზოგადისაკენ მივყევართ, ხოლო ზოგადი ცალკეულით არსებობს. ფილმის პირველი ნაწილი დასრულებულია, ცალკეული დეტალები დასახვეწია და ჩვენ მას დასრულებისთანავე წარმოვადგენთ. ფილმის მეორე ნაწილში, მოთხრობილია გლდანში ნოტარიუს მზია არსენაშვილის სანოტარო ბიუროში მომხდარი თაღლითობის შემთხვევა, საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ფონზე მოთხრობილია საკითხის რეალური ისტორია. რეალური ისტორიის მოყოლის საჭიროება განაპირობა ფაქტების დამახინჯების მცდელობამ ბრალდების მიერ, საქმეში არსებული მტკიცებულებების სრულმა იგნორირებამ, რაც მოგვიანებით მხარდაჭერილ იქნა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიერ. ფილმის მესამე სერიაში ჩვენ დაგანახებთ ამ დანაშაულის რეალური სახეს და ამ ფონზე წარმოვაჩინთ სამართლებრივი ანგარიშსწორების ხასიათს, სამართლებრივ თაღლითობას - მიკერძოებას და ტენდენციურობას, გააზრებულ სიყალბეს და სიცრუეს, ფაქტების დამახინჯებას, რომელსაც სახელმწიფო - ბრალმდებლის გენერალური ინსპექციის უფროსი პროკურორის ზაზა ქარქუსაშვილის ხელით აწარმოებს ნოტარიუს მზია არსენაშ-ვილის წინააღმდეგ, რათა საზოგადოებამ დაინახოს საქმის ფაბრიკაციის რეალური ბუნება და ამ ფონზე წარმოვაჩენთ პირებს, რომელნიც დგანან ამ სამარცხვინო სამართლებრივი ფარსის უკან. ფილმის მესამე ნაწილი დამუშავების პროცესშია. მთელი მასალა კომპიუტერში მიდევს - აუდიო და ვიდეომტკიცებულების სახით, რომელიც დაცვას გადმოეცა ბრალდების მიერ და ასევე მო-პოვებულ იქნა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას. გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები მათს დამუშავებასთან დაკავშირებით გაწეულია, საკითხი მუშავდება და ფილმის მონტაჟი უკვე დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. ჩვენ დაგანახებთ ქართული მართლმსაჯულების მანკიერ და ფარისევლურ მხარეს. ილუზია არა გვაქვს, ვიცით ვისთან, რა ყველაფრის მკადრებელ ძალასთან გვაქვს საქმე. გაცნობიერებული გვაქვს ისიც რომ საზოგადებაში, სადაც ძალადობა სუფევს კანონი უძლურია, რადგან საკმაოდ ღრმადაა ჩაფლული დაკვეთების შესრულებაში მოსამართლეთა ნაწილი, რომელსაც საზოგადოება უკვე დიდი ხანია „მიკერძოებულს“ უწოდებს, ვინაიდან დაკვეთის პირობებში ძნელია სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან შედეგი ყოველთვის წინდაწინ ცნობილია. ესაა შემთხვევა როცა დაცვის არგუმენტები საერთოდ აღარაფერს ნიშნავს, ხოლო მოსამართლეს სტატისტის - ბრალდების გადაწყვეტილების ნოტარიალური დამოწმების ფუნქცია აკისრია, რასაც ზედმიწევნით ასრულებს კიდეც. ამის მაგალითები ამ საქმეშიცა და ჩვენ მას განხილვის კვალობაზე წარმოგიდგენთ. პარტიული სულის-კვეთება, როგორც პიერ ბუასტი შენიშნავდა - მოსამართლეებს ჯალათებად აქცევს. წარმოდგენილი ფილმი ერთგვარი გაგრძელებაა ელ-ფორმატში მომზადებული სტატიის, რომელიც გამოქვეყნდა 09.10.2016 წელს ჩემს მიერ შექმნილ არზე YOU TUBE-ზე სათაურით - საქართველოს პროკურატურა თაღლითების სამსახურში ? დოქსოპულო შენ დედა გყავს ? წარმოდგენილმა ნაშრომმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ჟურნალისტურ კონკურსში. როცა ელექტრონულ სტატიას ვწერდით ჩვენ წარმოდგენა არა გვქონდა ამ სამარცხვინო სამართლებრივი ფარსის მასშტაბებზე, ორგანიზატორებზე, თუმცა მოკვლევამ და შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა თავად მოახდინა ამ პირთა ლუსტრაცია. ჩვენ დაგანახებთ მათ რეალურ მტაცებლურ სახეს, როგორც გპირდებოდით, ჩამოვხდით მათ ნიღაბს. ამიტომ დარჩით ჩვენთან და გამოიწერეთ არხი... და ბოლოს, წარმოდგენილი დოკუმენტური საგამოძიებო ფილმის შესახებ ზოგადად. მე არ გახლავართ რეჟისორი. გარეშე იძულებამ მიბიძგა სხვადასხვა ვიდეო, სამონტაჟო და გრაფიკული პროგრამების ათვისებისაკენ, რამაც შესაძლებელი გახადა თქვენს წინაშე წარმომედგინა საგამოძიებო ფილმი. ტექნიკური თვალსაზრისით ფილმი, ცხადია, შორსაა იდეალისაგან, სრულყოფისაგან. ვიტოვებ იმედს რომ მეტი შემწყნარე იქნებით ვიზუალის მიმართ და უფრო აქცენტირებული იქნებით ფილმის შინაარსზე... 1. http://freemusicarchive.org/music/Aud... Audiobinger is licensed under a Attribution-NonCommercial 2. https://freesound.org/people/joshuaem...

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზეა ბრალდებული
03:43

კომპანია “მელაძის” მფლობელი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურა...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ, თაღლითობის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა
02:10

პროკურატურამ, თაღლითობის ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურა

ელისო კილაძის სახელობის საქართველოს გენერალური პროკურატურა თაღლითებს იცავს–დიტო ჩუბინიძე 20.02.2022
04:39

ელისო კილაძის სახელობის საქართველოს გენერალური პროკურატურა თ...

Beso Mikava

პროკურატურამ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
01:35

პროკურატურამ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფ...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების მიმართ თაღლითობის ფაქტი გამოავლინა
01:56

პროკურატურამ საფრანგეთის მოქალაქეების მიმართ თაღლითობის ფაქტ...

საქართველოს პროკურატურა

ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო
01:06

ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე სასამართლო...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
01:16

პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ თაღლითობის და უკანონო...

საქართველოს პროკურატურა

პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალი წარუდგინა
01:09

პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და თაღლითობის მ...

საქართველოს პროკურატურა

ყველა ვიდეო