პროკურატურამ ლატვიის მოქალაქის მიმართ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ ჩადენილი თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ევრობანკ კვიპროსის“ სახელით მოქმედმა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სატელეფონო კომუნიკაცია დაამყარეს წარსულში ონლაინ-ვაჭრობით დაზარალებულ ლატვიის რესპუბლიკის მოქალაქესთან და თითქოსდა დაკარგული თანხების დაბრუნების და დამატებით მოგების მიღების პირობით, მას დაახლოებით 34 000 ევრო მოტყუებით ჩაარიცხინეს ბრალდებულის საბანკო ანგარიშზე. შემდგომში, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის ნაწილი, კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებულმა განათავსა პირად საბანკო ანგარიშებზე და პირადი საჭიროებისთვის განკარგა, რითაც მოახდინა დაახლოებით 20 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბრალდებული 16 მაისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით. https://pog.gov.ge/news/prokuraturam-...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
ლატვიის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბრალის წარდგენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმ...
TV IMEDI
პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვ...
TV IMEDI
პროკურატურამ შეწყალების საქმეზე გიორგი ოთხმეზური და თამაზ ქო...
Maestro Television
პროკურატურამ ივერი მელაშვილის საუბარი ფარულად ჩაწერა და გაას...
MULTIMEDIA GE
პროკურატურამ ნიკა გვარამიასთვის გირაოს სახით 80 ათასი ლარის...
Maestro Television
შატილის გზაზე მომხდარი ავარიის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster