„საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული დღეს გამოვლინდება

03.03.2019 01:24

დღეს „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული, შესაბამისად, ევროვიზიაზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი და საკონკურსო სიმღერა გამოვლინდება. ფინალური ტური 22 საათზე დაიწყება. მაყურებელი გადაწყვეტს, ვინ გახდება „საქართველოს ვარსკვლავი“. ფინალში დღეს ოთო ნემსაძე, გიორგი ნაკაშიძე, ლიზა კალანდაძე და გიორგი ფრუიძე იმღერებენ. დღევანდელი შოუსთვის სიმღერები მათ თავად შეარჩიეს. კომპოზიციები სპეციალურად ევროვიზიის სიმღერის კონკურსისთვის ქართველმა კომპოზიტორებმა დაწერეს. დღეს თქვენი აქტიურობა და გულშემატკივრობა გადამწყვეტია. ხმის მიცემის წესი კი ასეთია, კომპიუტერით, სმარტფონით ან პლანშეტით უნდა შეხვიდეთ „ფეისბუქზე“, მოძებნოთ „საქართველოს ვარსკვლავის“ ოფიციალური გვერდი, უნდა გახსნათ „მესინჯერი“ და კონკურსანტების ჩამონათვალში მონიშნოთ თქვენი ფავორიტი კონკურსანტის სახელი და გვარი, შემდეგ დააჭიროთ „ხმის მიცემას“ და თქვენი ხმა მიღებულია. ასევე თქვენს რჩეულს მინიჭებულ ნომერზე შეგიძლიათ დაურეკოთ ან დაუმესიჯოთ „ჯეოსელის“, „მაგთისა“ და „ბილაინის“ აბონენტებმა შეუზღუდავი რაოდენობით. ზარის ღირებულება 50 თეთრია. გამარჯვებულის გამოსავლენად „ფეისბუქის“ მესენჯერით მიღებული ხმების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 1tv.ge-ზე, პირველი არხისა და პროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ „ფეისბუქ“ გვერდებზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ხვალ, 22:00 საათზე „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული გამოვლინდება
00:43

ხვალ, 22:00 საათზე „საქართველოს ვარსკვლავის“ გამარჯვებული გა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხვალ, 22:00 საათზე “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული გამოვლინდება
00:43

ხვალ, 22:00 საათზე “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული გა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ვარსკვლავი“
00:34

„საქართველოს ვარსკვლავი“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება
00:46

„საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება
03:42

„საქართველოს ვარსკვლავი“ ფინალურ ეტაპს უახლოვდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება / სამწლიანი სასჯელი ნიკოლა სარკოზის #LIVE
01:46:22

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი იწყება / სამწლიანი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დღეს, 22:00 საათზე \"საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე ლაივშოუ ჩატარდება
03:07

დღეს, 22:00 საათზე "საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე ლაივშოუ ჩ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დღეს, 22:00 საათზე \"საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე ლაივშოუ ჩატარდება
00:49

დღეს, 22:00 საათზე "საქართველოს ვარსკვლავის“ მეორე ლაივშოუ ჩ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო