სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში მედიასთან სამუშაო შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა მედიასაშუალების ოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია ქალზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალურად გასცნობოდნენ და მოწვეულ ექსპერტთან ერთად განეხილათ ისეთი საკითხები, როგორიცაა: ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე ძალადობის შემთხვევების ეთიკური გაშუქება, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომები, მედიის როლი გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლაში, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენების წესი და სხვა. ასევე, მათ ინფორმაცია მიიღეს 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული აქტივობებისა და სიახლეების შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სამუშაო შეხვედრა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე სამუშაო შეხვედრა გაი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
სამუშაო შეხვედრა ფემიციდზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო შეხვედრა ფემიციდის პრევენციის შესახებ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„არა ძალადობას! არა ფემიციდს!“
ტელეკომპანია თანამგზავრი
უმცირესობათა მდგომარეობა საქართველოში
Tamara Karelidze