„არა ძალადობას! არა ფემიციდს!“
„არა ძალადობას! არა ფემიციდს!“ - ამ სახელწოდებით დღეს, თელავის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, მრგვალი მაგიდის დისკუსია გაიმართა. შეხვედრის მიზანია ჩამოყალიბდეს ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფი, შემუშავდეს ერთობლივი მოქმედების გეგმა და უზრუნველყოფილ იქნას საზოგადოების ჩართულობა ამ გეგმის განხორციელებაში. როგორც „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ აცხადებენ, მნიშვნელოვანია ამაღლდეს საზოგადოების ფართო მასების ცნობიერება ძალადობის შესახებ, საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს ამ ბოლო დროს ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობისა და გაზრდილი ფემიციდის გამომწვევ მიზეზებზე და მათი პრევენციის ეფექტურ გზებზე. შეხვედრას თელავის გენდერული თანასწორობის კლუბის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, უფლებადამცველის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/100yQNp
მსგავსი ვიდეოები
ძალადობას არ აქვს გამართლება - საქართველოს პროკურატურის ახალ...
TV IMEDI
არა ძალადობასა და ფემიციდს! - საიამ ამ მოწოდებით აქცია გამა...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ოჯახში ძალადობის მს...
საქართველოს პროკურატურა
„არა ფემიციდს“ - აქცია თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრაიმშოუ | 9 ნოემბერი | არა ფემიციდს
TV IMEDI
არა ფემიციდს - ქალები მძიმე ისტორიებით
TV IMEDI
ლალი მოროშკინას მწვავე დისკუსია ძალადობის თემაზე
TV IMEDI
როგორ ჩაერთო ნუცა ქავთარაძე კამპანიაში #არაფემიციდს
TV IMEDI