ფინანსთა მინისტრის განცხადება


საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმატებით დაასრულა 500 მილიონი დოლარის ღირებულების ევრობონდების გამოშვება - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, ობლიგაციების ვადიანობა ხუთი წლით განისაზღვრა და საპროცენტო განაკვეთი კი, მინისტრის განმარტებით, უპრეცედენტოდ დაბალია. 

შეგახსენებთ, რომ ახალი 500-მილიონი დოლარის საგარეო ვალის აღება 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების რეფინანსირების მიზნით ხდება. ამ ვალის ძირი თანხის - 500 მილიონი დოლარის დაფარვის ბოლო ვადა 12 აპრილს იყო. ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მათ ამ ვალდებულების დაფარვა გასულ კვირაში ბიუჯეტში არსებული თავისუფალი სახსრების მეშვეობით მოახდინეს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან