ბათუმის მეჩეთში რამადან ბაიარამი აღნიშნეს

24.05.2020 02:01

ერთთვიანი მარხვის შემდეგ, ქართველმა მუსლიმებმა რამადან ბაიარამი აღნიშნეს. ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში, სადღესასწაულო ლოცვა საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ აღავლინა. ლოცვა მათ დისტანციის დაცვით და პირბადეებით შეასრულეს. 19 მარტის შემდეგ დღემდე, მეჩეთებში ჯგუფური ლოცვები შეჩერებული იყო. ბაირამის დღესასწაულზე, პანდემიის პირობებში, მუსლიმი მრევლი ორთაჯამეში პირველად შეიკრიბა. მათმა ნაწილმა ლოცვა ისევ ქუჩაში შეასრულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: