„არტე“ საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებულ ფორმატს მიუძღვნის
ევროპის უმსხვილესი კულტურის ტელეარხი „არტე“ საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განსაკუთრებულ ფორმატს მიუძღვნის. ამის შესახებ გადაწყვეტილება ფრანკფურტში ქართულ დელეგაციასთან შეხვედრისას იქნა მიღებული. უკვე ცნობილია, რომ „არტე“ წიგნის ბაზრობაზე ქართულ პროგრამას სრულ დღეს დაუთმობს. არხის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ. „არტე“ ფრანგულ-გერმანული ტელეარხია, რომელმაც 1992 წელს დაიწყო მაუწყებლობა. ტელევიზიის მთავარი კონცეფცია კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაცია გახლავთ. 15 ოქტომბერს საქართველოს საფრანგეთისგან ოფიციალურად გადაეცემა 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მოლაპარაკებები ქართულმა მხარემ 2010 წლიდან, ოფიციალური სამზადისი კი 2014 წელს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიწყო. http://culture.gov.ge
მსგავსი ვიდეოები
ევროპული კინოაკადემია
culturegovge culturegovge
„არტე“ დოკუმენტური ფილმები - 9 ოქტომბრიდან, ოთხშაბათი, ხუთშა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"არტე" - #მხოლოდქართული ბრენდირებული უნიფორმებისა და აქსესუა...
Business Media Georgia
შინცუს არტე
TAMARELLA
არქეოლოგიური არტეფაქტი - კალენდარი ჩხოროწყუს მუზეუმიდან
Radio Atinati
#დოსიე „ტარზანი მითის პირველწყაროებში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალონ ARTE-ს გახსნა...
Music Box
გერმანული მხარის ჯილდო ნინო ხარატიშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster