ბორის ჯონსონი ლონდონში დაბრუნდა


ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლონდონშია. ბორის ჯონსონმა არსებული პოლიტიკური ვითარების გამო, შვებულება შეწყვიტა. ბრიტანული მედია ვარაუდობს, რომ შესაძლოა ჯონსონმა პრემიერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ისევ წარადგინოს.

იმისთვის, რომ ჯონსონი „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერი გახდეს, მას პარტიის ასი წევრის მხარდაჭერა სჭირდება. ბორის ჯონსონმა თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, მას შემდეგ დატოვა, რაც საკუთარმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა. ამის მიზეზი კი, სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პირის დაწინაურება იყო.

შეგახსენებთ, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ლიზ ტრასმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ის ბრიტანეთს 45 დღის განმავლობაში მართავდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან