ანტირასისტული აქციები პარიზსა და ლონდონში
პარიზსა და ლონდონში ანტირასისტულ აქციებზე, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. საფრანგეთის დედაქალაქში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, მომიტინგეების ნაწილი პოლიციას ბოთლებს, ქვებსა და სხვადასხვა საგანს ესროდა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სისტემური რასიზმის ნიშნები და პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტები საფრანგეთშიც არსებობს. ფრანგი დემონსტრანტები 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობასაც აპროტესტებენ, რომელიც პარიზში, 2016 წელს, პოლიციის მიერ ძალის გადამეტების შედეგად გარდაიცვალა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა ლონდონშიც. ბრიტანული მედიის ცნობით, მემარჯვენე აქტივისტების ნაწილი პოლიციას დაესხა თავს. დაშავებულია ექვსი სამართალდამცველი. პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას 100-ზე მეტი ადამიანი დააკავა. ლონდონში განვითარებულ მოვლენებს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა. „ჩვენს ქუჩებში რასისტული თაღლითობის ადგილი არ არის. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იერიშს მიიტანს პოლიციაზე, კანონის წინაშე აგებს პასუხს“,- წერს ბორის ჯონსონი „ტვიტერში“. რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მსოფლიოში მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ 46 წლის აფროამერიკელი, ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ანტირასისტული აქციების ახალი ტალღა აშშ-სა და ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძეგლების ნგრევის ტალღა მსოფლიოს დიდ ქალაქებში - იწყება თუ არ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რამ შეუწყო ხელი ანტირასისტული პროტესტის მასშტაბურობას?
ამერიკის ხმა
რამ შეუწყო ხელი ანტირასისტული პროტესტის მასშტაბურობას?
TV 25
არჩევნებამდე 2 თვით ადრე, ფოკუსში ანტირასისტული გამოსვლებია
ამერიკის ხმა
საპრეზიდენტო კამპანია საპროტესტო ტალღის ფონზე
ამერიკის ხმა
Christian Picciolini - Russia’s involvement in the alt-right...
TRC-Terrorism Research Center
ამერიკაში კომპანიები რასიზმთან ბრძოლას ცდილობენ
ამერიკის ხმა