საახალწლო გალაკონცერტი 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება


საახალწლო გალაკონცერტი - „გვიყვარდეს ერთმანეთი“ 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. თბილისის მერმა დღეს საახალწლო პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. კალაძის ინფორმაციით, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი საღამო, რომელიც ყველა თაობისა და გემოვნების მოქალაქის საყვარელ მუსიკალურ ნომრებს გააერთიანებს. კონცერტს პირდაპირ ეთერში საქართველოს პირველი არხიც გადასცემს. სადღესასწაულო აქტივობები დედაქალაქში 14 იანვრამდე გაგრძელდება. საახალწლო სოფლები, როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე დედაენის ბაღშია მოწყობილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან