ოპერისა და ბალეტის თეატრის საახალწლო გალა-კონცერტი
29 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ოპერისა და ბალეტის თეატრმა თბილისის საკონცერტო დარბაზში საახალწლო გალა-კონცერტი გამართა. ღონისძიებას კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ გრუზინსკი დაესწრო. კონცერტში მონაწილეობა მიიღო თეატრის ორკესტრმა, საბალეტო დასმა, პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილმა და საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა საოპერო მომღერლებმა - თამარ ივერი, მზია ნიორაძე, ნინო სურგულაძე, ნანა ქავთარაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ბადრი მაისურაძე და შალვა მუქერია. მაყურებლის წინაშე ასევე წარდგნენ თეატრის სოლისტები სალომე ჯიქია და სულხან გველესიანი. საახალწლო გალა-კონცერტის პროგრამაში იყო როსინის, დონიცეტის, ვერდის, პონკიელის, კატალანის, შტრაუსის, სენ-სანსის, მასნეს, ადანის, ჩაიკოვსკის, გლაზუნოვის ნაწარმოებები. კონცერტს გიორგი ჟორდანია და ჯანლუკა მარჩიანო დირიჟორობდნენ. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ხვალ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი მაყურებელს საახალწლო...
TV IMEDI
საახალწლო გალაკონცერტი ოპერის თეატრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკა ნიკვაშვილი და ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი - კომ...
TV IMEDI
Piti Piti Pa / „რეკორდი“ - ნინო ანანიაშვილი, საბალეტო დასი,...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისის ოპერისა და ბალეთის თეატრში პატარებისათვის საახალწელ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
საახალწლო საღამო ოპერაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპერისა და ბალეტის თეატრის ისტორია
შუადღე GDS / shuadge GDS
#ახალიდღე დავით ალადაშვილის რუბრიკა - თბილისის ოპერისა და ბა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster