თანამედროვე ხელოვნების მეხუთე საერთაშორისო ფესტივალი ''უხილავი დინებები''
9-16 სექტემბერს, შიდა ქართლის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინებისა და განვითარების ფონდის ინიციატივით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, არტ-ვილა გარიყულაში, ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი მეხუთედ იმართება. გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი დაესწრნენ . Fest i Nova'13 -„უხილავი დინებები" უმეტესად ახალგაზრდა მხატვრების ფორუმია, სადაც ჰიბრიდული ობიექტები გამოიფინება. ფრანგი ახალგაზრდები კანის „ვილა არსონიდან" CULBUTO-ს ჯგუფში გაერთიანდნენ, რაც არასტაბილური წონასწორობის იდეას განასახიერებს. ისინი მიწიდან იღებენ ხეს, ხდიან მობილურს და, რაც მთვარია, მას სიცოცხლეს უნარჩუნებენ. CULBUTO ჯგუფის გარდა, ფესტივალის ფრანგული პროექტის მონაწილეები არიან დომინიკ ფიური და გელა წულაძე. 70-იანი წლების პარიზის მოჯანყე არტისტების ჯგუფ „ბაზუკას" (The Bazooka) წევრი დომინიკ ფიური თავის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემას - ალისას წარმოდგენს. ლუის კეროლის აბსურდის ჟანრის ზღაპარი„ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ფიურისთვის ერთგვარი გასაღებია, რომლითაც ახალი შესაძლებლობებისთვის იხსნება კარი - „ სარკის მიღმა სამყარო უხილავია. შემოქმედების მსგავსად, ის ჩვენს აღქმას ცვლის და შეუცნობლისკენ მივყავართ - ამბობს ფიური -„ალისა - ეს მე ვარ გარიყულაში - ჩემი ხელოვნებითა და ცხოვრების სტილით, სარკეებს მიღმა ვმოგზაურობ და წარსულიდან მომავლისკენ მივდივარ. გარიყულაში ჩამოსვლით, ჩემი წარსული გაცოცხლდა, როცა სამოცდაათიან წლებში, გარიყულას მსგავსი ექსპერიმენტული არტისტული კომუნა ჩამოვაყალიბე საფრანგეთში". წლევანდელ ფესტივალზე პირვალად გაიხსნება ამერიკული პავილიონი DADABITI, რომლის კურატორია ლოს ანჟელესში მცხოვრები ქართველი არტისტი ნანა ჩიჩუა. http://www.culture.gov.ge http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
დღეს Fest i Nova 2013 გაიხსნება
culturegovge culturegovge
თბილისის ანიმაციური ფესტივალი დასრულდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 12 ახალი ავიამიმართულებით შესრ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სხეული, ადგილი, გამოსახულება“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტი დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25 წლის იუბ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თანამედროვე ხელოვნების გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში
culturegovge culturegovge
„არკო მადრიდი“ - თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო დღესასწ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში ორდღიანი ხელოვნების ფესტივალი დაიწყო
Radio Atinati