მიხეილ სააკაშვილი _ ივანიშვილს, ისევე როგორც აბაშიძეს, არ მივცემთ საქართველო განადგუროს
ასლანი გაიქცა - აჭარა თავისუფალია"- ასე მიმართა 2004 წლის 6 მაისს აჭარის მოსახლოებას საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა და ამით საფუძველი დაუდო ახალ ფურცელს ქვეყნის ისტორიაში. 15 წლის წინ აჭარის რეგიონში განვითარებული მოვლენები დღეს მიხეილ სააკაშვილმა "კურიერთან" კიდევ ერთხელ გაიხსენა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საუბრობს იმ მძიმე ვითარებაზე, რაც მაშინ რეგიონში იყო შექმნილი და კრემლის ინტერესებზე, რომელსაც ასლან აბაშიძის რეჟიმი ატარებდა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ზუსტად ისე დაეცემა, როგორც თავის დროზე ასლან აბაშიძის დაეცა. „15 წლის წინ, პრაქტიკულად, საქართველო გადარჩა აჭარაში, იმიტომ, რომ აჭარას მართავდა, მათ შორის, ვისაც ახსოვს, ნამდვილი სეპარატისტი, პრორუსი სეპარატისტი, რომელმაც გააკეთა საბაჟო და შექმნა საზღვრები, რომელიც გავიდა საქართველოს საკონსტიტუციო საზღვრიდან და თავისი თავი გამოაცხადა ტერიტორიის მეთაურად, რომელიც რეალურად, ცალკე აპატიმრებდა ხალხს, ჰქონდა თავისი სასამართლო, თავის პროკურატურა, რომელიც უმოწყალოდ მთლიანად ფლობდა და ფეოდალურ სამფლობელოდ ჰქონდა გადაქცეული აჭარის მთელი ტერიტორია. მან შექმნა ცალკე არმია, რუსი გენერლის მეთაურობით, ეს ბოლო ჯამში, მოაწყო სეპარატისტებმა საქართველოს კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ და დააყენა ჩოლოქთან ჯარი და ააფეთქა ხიდები. იყო ოპერაცია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე სხვა ადამიანი, რომლებმაც რეალურად აჭარის საზოგადოებასთან ერთად მოახერხეს ამ უბედურების განეიტრალება. ამის დავიწყება არ შეიძლება იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთი ერთზე ჰგავს აბაშიძეს, ზუსტად იგივე მანერებით, ზუსტად იგივე აზროვნებით - ფეოდალური, ზუსტად ასეთივე მიტაცება სახელმწიფოსი, მიტაცება ტერიტორიის, საკუთარ სამფლობელოდ და საკუთარ საფეოდალო გარემოდ გადაქცევა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ასლანის რეჟიმი იყო ძირგამომპალი და ბოლოს დაეცა, ივანიშვილი ზუსტად ასევეა დღეს ძირგამომპალი და აუცილებლად დაეცემა. ივანიშვილს, ისევე როგორც აბაშიძეს, არ მივცემთ საქართველოს განადგურების საშუალებას და მოსკოვის გეგმის აღსრულების საშუალებას,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. #მიხეილ_სააკაშვილი #ბიძინა_ივანიშვილი #ასლან_აბაშიძე
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
PKTV.' ხელისუფლებავ , დაცქვიტე სახელმწიფო ყურები!'- გიგლა დ...
PK TV2
PKTV. საქართველო - როგორც რკინის წარმოებისა და დამუშავების ი...
PK TV2
PKTV.ისევ კოვიდპანდემიაზე, ხელოვნურად შექმნილ დანაშაულებრივ...
PK TV2
PKTV. გვინდა სისხლი დაიღვაროს?! - ლია ლაბაძის საუბრები მწერ...
PK TV2
PKTV. 1-ლი ნაწ: ვის აძლევს ხელს გლდანის ტბის დაშრობა? მოშლი...
PK TV2
PKTV. მე-2 ნაწ: ვის აძლევს ხელს გლდანის ტბის დაშრობა? მოშლი...
PK TV2
PKTV. 'ზარბაზანა' ამხელს! ყოფ. სპეცნაზელი ე.წ. მესამე მსოფლი...
PK TV2
'ზარბაზანა' ამხელს! ყოფ. სპეცნაზელი PKTV-ის მიმდინარე აქტუალ...
PK TV2