გაიცანით ფერმერი: თამარ მეხაშიშვილი

12/28/2021
ebazaar_ge-ის მიერ

შებინდებისას კახეთში, სოფელ მანავში, თამარ მეხაშიშვილის

ოჯახში დიდი ჟრიამულია ხოლმე. სამზარელოში ბავშვები მიდი-მოდიან და დედას საქმეს უმსუბუქებენ, ჩურჩხელისთვის გამზადებულ თათარას დიდი ენთუზიაზმით ურევენ. ამ დროს, ქურაზე ლეღვის, შინდისა და კომშის მურაბა თუთხუებს. ქალბატონ თამარს კი მზისგან განებივრებული შავი ქლიავი, წითელი და მწვანე ტყემალი შინ შემოაქვს და ტყლაპის მომზადებას იწყებს. სახლი საოცარი სურნელებით იჟღინთება. ქალბატონი თამარი, გაფაციცებით აკვირდება თითოეულ დეტალს, ხანდახან “ ღვინო კახუროს წაიღიღინებს”, გაიცინებს, ბავშვებს დამხარებისთვის შეაქებს და საქმეს უბრუნდება. თამარისთვის ეს ყოველივე უდიდესი სიამოვნების წყაროა, რადგან პროცესი,

შედეგზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. სწორედ ამიტომ, მისი ნავსაყუდელი ყოვველთვის მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

დაათვალიერე ფერმერის გვერდი ebazaar-ზე: https://2qra.short.gy/muraba
გამოგვყევი
Facebook:   / ebazaarge  
Instagram:   / ebazaar_ge  
Linkedin:   / 77003867