გაიცანით ფერმერი: გიორგი ანანიაშვილი
კაცი, ქარი ორივე სწრაფად იცვლება. ბატონი გიორი პედაგოგი იყო, საგარეჯოს ერთ პატარა სკოლაში მოწაფეებს, მათემატიკას ასწავლიდა. გარკვეული დროის შემდეგ, რაღაც განსხვავებულის კეთების სურვილით აივსო და არც მეტი, არც ნაკლები მეფუტკრეობა დაიწყო. გიორგის იმდენად შეუყვარდა ეს საქმე, რომ გადაწყვიტა სკოლა დაეტოვებინა და ასპარეზი ახალგაზრდებისთვის დაეთმო. თავად კი პითაგორის თეორიის ნაცვლად, ფუტკრების იდუმალი ბუნების ამოხსნა მიჰყო ხელი. ბატონი გიორგი ყოველდღიურად ეხმარება თავის ფუტკრებს რომ კარგი თაფლი დაამზადონ. ყოველ გაზაფხულზე მათ, ბუდეებს გამრავლებისთვის აფართოებს, დაწუნებულ მამრ ფუტკრებს ახლებით ანაცვლებს, რადგან ისეთი ძლიერი ოჯახი შექმნას, რომელიც მცენარეებისგან დიდი რაოდენობით ნექტარს მიიღებს და არომატულ თაფლს შექმნის. თავად მცდელობას არ აკლებს, მაგრამ მისი აზრით, ყველაფერი მაინც დედა ბუნებასა და ღმერთზეა დამოკიდებული, რადგან თითოეული ყვავილი ნექტარს სხვადასხვა დროს გამოჰყოფს და ამ ყოველივეს დამთხვევა ფუტკრების რაოდენობის პიკთან, უბრალოდ ჯადოქრობაა და სხვა არაფერი. ამ ყოველივეს შემდეგ, იწყება თაფლის მომწიფება, დამუშავება და მოსავლის აღება. გიორგი დამუშავებისთვის ყოველთვის ძვირადღირებულ მკურნალ ბიოპრეპარატს, "აპიბიოს იყენებს", რომელიც თაფლზე მხოლოდ დადებით ზეგავლენას ახდენს. ბატონ გიორგის ამ საქმეში ოჯახის წევრებიც ეხმარებიან, მაგრამ როგორც ერთია გალაკტიონი და რუსთაველი, ისეა ბატონი გიორგიც, სწორედ ის არის ფუტკრების ერთადერთი დირიჟორი. დაათვალიერე ფერმერის გვერდი ebazaar-ზე: https://2qra.short.gy/tafli გამოგვყევი Facebook: / ebazaarge Instagram: / ebazaar_ge Linkedin: / 77003867
მსგავსი ვიდეოები
#ნაშუადღევს #ქალებისქისა - მთაში დაბრუნებული ოჯახი და ფერმერ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
228
#ფერმა როგორ მოვიყვანოთ მაღალი ხარისხის მზესუმზირა
პირველი არხი - ფერმა
#ფერმა სოფლის მაშენებლები ბორჯომიდან - შემოქმედებითი მიდგომა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ფერმა ასაკოვანი ფერმერის თხილისა და ჟოლოს ბაღები ლაგოდეხში
პირველი არხი - ფერმა
#ნაშუადღევს ფერმერთა დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიასახლისობიდან ფერმერობამდე - „ყველაფერი შესაძლებელია“
Livepress. ge
გაიცანით ფერმერი: თამთა ჭეშურაშვილი
ebazaar_ge