გაიცანით ფერმერი: ავთანდილ პავლიაშვილი
ალბათ, ადამიანი ბედნიერ ვარსკვლავზე უნდა იყო დაბადებული, რომ შენი ცხოვრების იდეაფიქსი, ბავშვობიდან შეიცნო და მთელი ცხოვრება, ამ ერთ იდეის განხორციელებას დაუთმო. ავთანდილ პავლიაშვილი იმ იშვიათთაგან ერთ-ერთია, რომელმაც ეს ყოველივე მოახერხა. მეცხოველეობით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული. მოსწონდა მათზე დაკვირვება, ზრუნვა. ყოფიერ ცხოვრებაში, მათ დიდ მნიშვნელობას იაზრებდა და მათდამი უფრო დიდი პატივისცემით იმსჭვალებოდა ხოლმე. ის გრძნობდა, რომ საქონელს იმაზე დიდი შესაძლებლობი ჰქონდათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა და როგორც იდალურ გამოფენაშია: „მე ამისგან გავაკეთებ ამას“ მან ამ დამოკიდებულებას, სიყვარულსა და პატივისცემას ხელი მაგრად ჩაჰკიდა და ისეთი ფერმის შემქნა დაისახა მიზნად, რომელიც დღიურად ტონა რძის წარმოებას შეძლებდა. ხშირ შემთხვევაში ადამიანებს წარმოდგენა იშვიათად აქვთ, თუ რა ხდება დარბებს მიღმა. მათ არ იციან, თუ როგორ შენდება ფერმა, როგორ იქცევა 1 პატარა საქონელი ასად და ათასად. როგორც ავთანდილი ამბობს, ამას დიიდ შრომა, ენერგია, საქმისადმი დიდი სიყვარული და საკუთარი თავის რწმენა სჭირდება. თავდაპირველად არ გაუმართლა, საქონელი რომელიც შეიძინა იმდენი რაოდენობის რძეს არ იწველებოდა, რაც მას ჩაფიქრებული მიზნებისათვის სჭირდებოდა. ამიტომ, გადაწყვიტა ინვესტიციაში მეტი თანხა ჩაედო და ახალი საქონელი პირდაპირ ესტონეთიდან ჩამოეყვანა. ასეც მოიქცა და აგერ უკვე ათი წელია, რაც ბატონი ავთანდილი და მისი ოჯახი, რძის პროდუქტის წარმოებითაა დაკავებული. ისინი არ ჩერდებიან, დროს არ ეპუებიან და ცდილობენ ისეთი გემო შექმნან, რომელიც ადამიანების გონებიდან ამოშლას არ დაექვემდებარება. დაათვალიერე ფერმერის გვერდი ebazaar-ზე: https://2qra.short.gy/yveli გამოგვყევი Facebook: / ebazaarge Instagram: / ebazaar_ge Linkedin: / 77003867
მსგავსი ვიდეოები
დიასახლისობიდან ფერმერობამდე - „ყველაფერი შესაძლებელია“
Livepress. ge
გაიცანით ფერმერი: თამთა ჭეშურაშვილი
ebazaar_ge
#ერთობა, ანტონ აბულაძის მეურნეობა
GBDC ERTOBA
გაიცანით ფერმერი: გიორგი ანანიაშვილი
ebazaar_ge
გაიცანით ფერმერი: ლიანა დევდარიანი
ebazaar_ge
გაიცანით ფერმერი: ვალერ ბეჟიტაშვილი
ebazaar_ge
გაიცანით ფერმერი: თამარ მეხაშიშვილი
ebazaar_ge
გაიცანით ფერმერი: კრისტოფ როჰრ
ebazaar_ge