გაგი ხვედელიძე, რომელსაც ს.მოლაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, გამართლდა
კონტროლის პალატის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი გაგი ხვედელიძე, რომელსაც სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ, გამართლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ივლისის განაჩენით, გაგი ხვედელიძე დამნაშავედ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. გაგი ხვედელიძემ საპატიმრო დაწესებულება, 2013 წლის 25 იანვარს ამნისტიის აქტის საფუძველზე დატოვა. იმჟამინდელი ბრალდების თანახმად, გაგი ხვედელიძემ, საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას, მიითვისა 300 ლარად ღირებული სამსახურებრივი ავტომანქანის მაგნიტოფონი და 209 ლარად ღირებული ,,კოდაკის“ მარკის ფოტოაპარატი. გარდა აღნიშნულისა, მისი ბრალდება მოიცავდა 5 400 ლარის ღირებულების, 5500 ლიტრი ბენზინის გაფლანგვის, საქართველოს კონტროლის პალატის კუთვნილი ავტომანქანის გაცვლის ოპერაციისას 2 865 ლარის გაფლანგვისა და მოქალაქე ს.ნ-სთან ავტომანქანის გაცვლის ოპერაციისას 2 100 ლარის გაფლანგვის ფაქტებს. საერთო ჯამში, თითქოსდა სახელმწიფოსადმი გაფლანგვით მიყენებულმა ზიანმა 10 365 ლარი შეადგინა. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ საქმეზე ჩატარებული ხელახალი, ობიექტური გამოძიებითა და მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე სრულიად გამოირიცხა როგორც მანქანის მაგნიტოფონის და ფოტოაპარატ ,,კოდაკის“ მითვისების, ისე გაგი ხვედელიძის მხრიდან რაიმე თანხების გაფლანგვის ფაქტები. უფრო მეტიც, დადასტურდა გაგი ხვედელიძის უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტი და მისი მსჯავრდების რეალური, უკანონო მიზანი. კერძოდ, იმჟამინდელი გამოძიების მიერ დაკავების პირველივე დღიდან სისტემატურად ხორციელდებოდა ბრალდებულ გაგი ხვედელიძის მიმართ ზეწოლა, რათა ამ უკანასკნელს, როგორც კონტროლის პალატის მაღალჩინოსანს მამხილებელი ჩვენება მიეცა მისი ყოფილი უფროსის და იმ პერიოდში ასევე დაკავებული ბრალდებულის, სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების სანაცვლოდ კი, მას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ. 2022 წლის 23 მარტს, გაგი ხვედელიძე ცნობილი იქნა დაზარალებულად და სისხლის სამართლის საქმის მასალები განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 2022 წლის 14 ივნისს, წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და მსჯავრდებულ გაგი ხვედელიძის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. ვრცლად: https://pog.gov.ge/news/kontrolis-pal...
საქართველოს პროკურატურა-ის სხვა ვიდეოები
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამ...
პროკურატურამ "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამა...
გადაადგილების ტრაექტორია
ბრიფინგი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში
02:40
პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ განაჩ...
02:00
პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზ...
01:18
პროკურორი ხათუნა კუსრაშვილი
01:09
ნ.ზ.-ს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გა...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურამ მიწის ნაკვეთის დაბრუნების და გამამტყუნებელი გან...
საქართველოს პროკურატურა
გაგი ცნობილაძე ( გაგის სამშობიაროდან გამოყვანა..28.12.2018 ❤...
Lile Khantadze
გაგი მესხი - უშენოდ - თეო ზაზაძეს ( ტასოს )
Gagi Meskhi
გაგი ახალაძემ დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტი...
Rioni.TV
გაგი მესხი – მხოლოდ მართლები აფრენენ მართვეს
Gagi Meskhi
დამამატეთ
გაგი ხალვში
გაგი გიორგაძე - რჩეული თაობა - ბათუმი, მე-2 საჯარო სკოლა
Rcheuli Taoba
გაგი გოგალაძე-დედა gagi gogaladze-deda
tiki gelashvili official