ზაზა გახელაძე გათავისუფლდა
უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. როგორც უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, გახელაძეს ქართველ სამართალდამცველებს რამდენიმე წუთში გადმოსცემენ. როგორც ცნობილია, გახელაძე ე. წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. მისი ბრძანება დღეს გამოქვეყნდა და დღეიდანვე შევიდა ძალაში. 11 ივლისს ერთი წელი გავიდა, რაც ზაზა გახელაძე ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში იმყოფება. რამდენიმე კვირის წინ მისი გათავისუფლების თხოვნით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს წერილი გაუგზავნა. ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით ჰქონდა პატიმრობა მისჯილი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის გარდა, სამხედრო მოსამსახურეზე შეიარაღებულ თავდასხმას ედავებოდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ზაზა გახელაძე თავისუფალია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა გახელაძე თავისუფალია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა გახელაძე თავისუფალია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა კომისრის მხარდაჭერა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია საოკუპაციო ზოლთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია საოკუპაციო ზოლთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა გახელაძე თავისუფალია - საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster