მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილი


მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით და კითხვებით მიმართავს, სადაც საუბარია საქართველოს ომში ჩართვასა და ამერიკის ელჩის შეფასებაზე. დეპუტატის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან არაერთი მოწოდება იყო ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვაზე. ამ კამპანიის ფარგლებში, კონკრეტული ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ სანქციებთან საქართველოს მიერთებას, რაც ომში ქვეყნის ჩართვის რისკებს, ბუნებრივია, ერთიორად გაზრდიდა. ასევე, ვიცით, რომ სხვადასხვა მხრიდან აქტიურად ითხოვდნენ უკრაინაში ქართველი მოხალისეებით სავსე თვითმფრინავების გაშვებას, რაც სამხედრო კონფლიქტში საქართველოს პირდაპირ ჩართვას ნიშნავდა.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი ბრალდება გაჟღერდა. ყაველაშვილის წერილში ასევე ვკითხულობთ: დაუშვებელია, ხალხმა იფიქროს, რომ ხელისუფლებაში იმ ხალხის დაბრუნება გსურთ, რომელიც ძალაუფლების მოპოვებისთანავე საქართველოს ომში თვალდახუჭული ჩართავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან