დიმიტრი ხუნდაძე წერილს აქვეყნებს
„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ ყაველაშვილის მიმართ აშშ-ს ელჩის პასუხს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კელი დეგნანის გუშინდელი განცხადება ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა იყო და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურებოდა. ხუნდაძის აზრით, უმაღლესი დონის დიპლომატის მხრიდან ასეთი განცხადებები ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვას აზიანებს. დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, დეპუტატ ყაველაშვილის მიერ ელჩის მისამართით გაგზავნილი კითხვები იყო ლეგიტიმური და რეალური. შეგახსენებთ რომ, მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანის მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეპუტატმა ელჩს რამდენიმე კითხვით მიმართა. კელი დეგნანმა წერილზე განმარტება გუშინვე გააკეთა და განაცხადა, რომ წერილი ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით იყო სავსე და მისი ბოლომდე წაკითხვა ელჩმა ვერ შეძლო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დიმიტრი ხუნდაძის ღია წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოძრაობა „ხალხის ძალა“ წერილს აქვეყნებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიმიტრი ხუნდაძის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიმიტრი ხუნდაძის წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ხალხის ძალას” განცხადება და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ინტერვიუ დიმიტრი ხუნდაძესთან
TV IMEDI
მესამე წერილი უფრაქციო დეპუტატებისგან
TV IMEDI
სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის კიდევ...
TV IMEDI