პანდემიის გავლენა ტურისტულ სექტორზე


კოვიდ-19-ის პანდემიისას ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორი. ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ცალკეული სასესხო და საგადასახადო შეღავათების მიუხედავად, ტურიზმი მძიმე მდგომარეობაშია. ტურისტული კომპანიების ნაწილს ოპტიმისტური პროგნოზები არც პანდემიის გადავლის შემდეგი პერიოდისთვის აქვს. სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მძიმე დანაკარგების ანაზღაურებას დრო დასჭირდება. მანამდე კი საჭიროა ახალ რეალობაზე მორგება და უსაფრთხო სერვისების შეთავაზებით, უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა. თუმცა ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც საჰაერო სივრცე გაიხსნება. ავიამიმოსვლის აღდგენის სავარაუდო თარიღი კი, ჯერ ისევ გაურკვეველია.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან