აქცია სოფელ დიცში


სოფელ დიცის მცხოვრებლები გასხვისებული მიწის სოფლისთვის დაბრუნებას ითხოვენ. ადგილობრივები 2012 წლიდან დღემდე, 100 ჰექტრამდე მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, 80 ჰექტარი მიწა 2012 წელს, ინდოეთის მოქალაქეზე გასხვისდა, შემდეგ კი ნაწილი სხვადასხვა პირზე გაიყიდა. დიცის მოსახლეობა აცხადებს, რომ მიწა სოფლის სარეზერვო ფონდია და სოფელი მას საძოვრად იყენებს. დიცელებმა მიწის ფართობის დაბრუნების მოთხოვნით, აქცია სოფელში არაერთხელ გამართეს. მოსახლეობის განცხადებით, მიწის დათმობას არ აპირებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან