ლორა ქობალია და ნიკოლოზ ძაძამია
პირველკლასელი ნიკოლოზ ძაძამია პირველ გაკვეთილს ონლაინ დაესწრო და მოეწონა კიდეც. თან ისიც იცოდა, თუ რატომ იყო საჭირო დისტანციური გაკვეთილი, იმისთვის, რომ როგორც თვითონ ამბობს, კორონავირუსი „მის ორგანიზმში არ შემოსულიყო“. ,,მენატრებოდა ჩემს მეგობრებთან თამაში. გასვლა არ შეიძლებოდა გარეთ იმიტომ, რომ კორონავირუსი ჩვენს ორგანიზმში არ შემოსულიყო . ონლაინ გაკვეთილები საინტერესო იყო, ვისწავლე ასოები, რიცხვები, ლექსები, ენის გასატეხები, თუმცა ხარვეზებიც იყო. ზოგჯერ მასწავლებელი არ იყო და უმასწავლებლოდ ვიყავით. მასწავლებელის ხმა არ ისმოდა, ხმა წყვეტილად მოდიოდა და ამის გამო ითიშებოდა კამერები’’, - გვიყვება ნიკოლოზი. პანდემიის დროს ბებია-ბაბუასთან სოფელში ყოფნა და მეგობრებთან ეზოში თამაში მოენატრა. ამბობს, რომ თვითიზოლაციის დროს ბევრი ლექსი ისწავლა და იგავ-არაკები წაიკითხა. ნიკოს დედა, ლორა ქობალია რადიო ,,ათინათთან’’ ჰყვება, რომ ონლაინ სწავლა გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა მათთვის, ამიტომ ცდილობდა, გაკვეთილების დროს შვილის გვერდით ყოფილიყო. ,,მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი როლი დისტანციური სწავლების დროს მაინც მშობლებზე მოდიოდა იმიტომ, რომ იქ ინტერნეტის ხარვეზია, უზრუნველყოფილი და დაცული არასდროს არ ხარ. ზოგჯერ ხმა წყდებოდა, იყო ხმაური, რაც შეიძლება მასწავლებელმა ცოცხალ პროცესში უფრო დაარეგულიროს, მერე კლასი უფრო აიყოლიოს, თვალით კონტაქტი სხვა გავლენას ახდენს მოზარდებზე, მითუმეტეს პირველკლასელებზე. მერე გადმოდიოდა ჩვენზე პასუხისმგებლობა, როგორ კი ჩაივლიდა ეს დისტანციური გაკვეთილი, ბავშვები დამატებით ახსნას საჭიროებდნენ’’, - აღნიშნავს ლორა, თუმცა ამის მიუხედავად, ამბობს, რომ დისტანციური სწავლება მისი შვილისთვის საკმაოდ მიმზიდველი და საინტერესო აღმოჩნდა, რადგან ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედების, ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავების კარგი შესაძლებლობა მისცა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ლორა რიდსი ინტერნეტის თავისუფლების შესახებ
ამერიკის ხმა
თორნტონი: ვადამდელი არჩევნების ნაცვლად ძალისხმევა რეფორმებში...
ამერიკის ხმა
ლორა სმიტი გაუპატიურებულია - ქრონიკამ ექსპერზიტის დასკვნა მო...
მარშალ პრესი
ლორა ტორნტონი ფულს იღებს ამ კვლევებში ინაშვილი NDI ის შესა...
Tbilisi Today
ლორა ჯუიტი "ენ-დი-აის“ გამოკითხვის შედეგებზე საუბრობს
ამერიკის ხმა
ლორა თორნტონი სტარვიზიაზე
STV Star FM93,9
ლორა მაკაბრესკუ
Magma
ლორა თორნტონი
STV Star FM93,9