გასული დღე-ღამის განმავლობაში, მსოფლიოში კორონავირუსის 458 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 185 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი, ოთხ მილიონს აღემატება. შემთხვევების დღიური მაჩვენებლით პირველ ადგილზე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაა, სადაც 153 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, მეორეზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია 107 ათასზე მეტი შემთხვევით, მესამეზე კი, ევროპა დღეში 98 ათასამდე ინფიცირებულით. ქვეყნების მიხედვით, ამ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ბრაზილიაშია, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 54 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ინდოეთში კი, დღე-ღამის განმავლობაში ვირუსის 43 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დააფიქსირეს.
ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე რთული ვითარება დიდ ბრიტანეთშია, სადაც 31 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.